Monday, April 4, 2016

რეფლექსია

დღე პირველი

ეს დღე მნიშვნელოვანი იყო იმდენად ,რამდენადაც შევისწავლე სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად თანმედროვე მიდგომები,კერძოდ გავიგეთ ელექტრონული სახელმძღვანელოს მისამართი და ჩამოვტვირთეთ. ჩამოტვირთული მასალებიდან გავეცანით პროექტების ნიმუშებს და 21-ე საუკუნის უნარ ჩვევების ფაილი განვიხილეთ.შევქმენით პროექტის პორტფოლიო,და დავიწყეთ სასწავლო პროექტის გეგმის შევსება.

დღე მეორე.

მეორე ტრენინგზე გავიმეორეთ განვლილი მასალა.ჩამოვტვირთეთ პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა.ვისწავლეთ მიმართულების მიმცემი საკვანზო კითხვების შედგენა დაწყებით, საშუალო და საბაზო საფეხურისთვის.შევისწავლეთ ბროშურის შექმნა, სურათების ჩამოტვირთვა ჩვენს პორტფოლიოში და ჩამოტვირთული სურათების ბროშურაში ჩასმა.

დღე მესამე.

ავირჩიეთ თემა და მოკლედ მიმოვიხილეთ არჩეული თემები დავსვით საკვანძო კითხვები.დავწერეთ პროექტის მოკლე შინაარსი,ნაწილობრივ  შევევსეთ პროექტის შაბლონი,განვსაზღვრეთ  პროექტის მიზნები და სტანდარტები,შევადგინეთ ზოგადი თემატური და შინაარსობრივი კითხვები.ვისწავლეთ დრაივში საქაღალდის ატვირთვა.

დღე მეოთხე

ტრენინგი დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით.ურო საფუძვლიანად შევისწავლეთ ბროშურის კეთება,კერძოდ, მასშტაბებეის დაპატარავება,ჩარჩოების გაკეთება და სურათების ატვირთვა და ჩარჩოში ჩასმა.შევქმენით კითხვარი დრაივზე გუგლის  ფორმატში.გადავგზავნეთ ელ ფოსტით


დღე მეხუთე

დღევანდელი დღე დავიწყეთ ჩვენი პროექტის გეგმის მიმოხილვით.შემდეგ ჩამოვტვირთეთ ჩვენი დაწყებული პროექტი და  შევევსეთ თითქმის ყველა პუნქტი,გავიაზრეთ თვითოეული დეტალი და  აქტივობა. გავაგრძელეთ მუშაობა ბროშურაზე.


დღე მეექვსე

დღეს ჩვენი ტრენინგის თემა მედიარესურსების კრიტიკული შეფასება იყო.შევადარეთ ჩვენი და მოსწავლეების კრიტიკული შეფასების დონე,განვსაზღვრეთ საკუთარი კომპეტენტურობა რესურსების სანდოობის შეფასებისას.ჩამოვაყალიბეთ ინფორმაციის სანდოობის შემოწმების გზები და ხერხები-- ფორმალური ინდიკატორები,კრიტიკული აზროვნება,პროპრგანდის ტექნიკა.ვისწავლეთ ჩვენთვის საინტერესო ფოტოს და მისი ისტორიის მოძებნა გუგლის  საშუალებით.


დღე მეშვიდე

დღეს ჩვენი ტრენინგი დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით.ტრენინგის მომდევნო ნაწილი საპრეზენტაციო პროგრამაზე მუშაობას დავუთმეთ.ვისწავლეთეფექტური პრეზენტეიის შექმნისთვის საჭირო ტექნიკური ხერხები.


დღე მერვე

დღევანდელ თრენინგზე დავასრულე ბროშურაზე მუშაობა,რომელიც ავტვირთე ბლოგზე.დავამატე ბოლო შტრიხები გეგმას.დავიწყე მუშაობა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე.და შეფასების სქემაზე.




No comments:

Post a Comment